გაკვეთილის გეგმა
პ რ ო ე ქ ტ ი
1. ქართული ენა და მისი დამწერლობა.
2. პროექტში საუბარი იქნება ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.განისაზღვრება მათი დანიშნულება და შესწავლის მიზნები.
3. მშობლიური ენის სწავლა ყოველი ქართველის უპირველესი ვალი. მამული, ენა, სარწმუნოება_ქართველებისათვის მნიშვნელოვანი 3 მცნებაა.მათგან რომელიმეს დაჩრდილვა და მივიწყება ღვთის წინაშე დაშვებული დიდი ცოდვაა.ქართული უძველესი ენაა მან განვითარების მნიშვნელოვანი საფეხურები განვლო.ლეგენდა ქართული დამწერლობის სექმნას ფარნავაზს მიაწერს.აქამდე მეცნიერები ვერ ამტკიცებდნენ,რომ ქართული დამწერლობა ჩვ.წ.აღ.მდე შეიქმნა,მაგრამ ყვარლის რ-ნ-ში, ნეკრესის მონასტრის მიდამოებში აღმოაჩინეს წარწერა, რომელიც ჩვ.წ.აღ.მდე მესამე საუკუნეშია შექმნილი.ამგვარად დღეს დარწმუნებით შეგვძლია ვთქვთ, რომ ქართული დაწერლობა უძველესია.ქრთველებს გვაქვს 3 სახის დამწერლობა:მრგლოვანი,ნუსხური,მხედრული.აქედან უძველესია
რგლოვანი,ხოლო მხედრულით დღეს ვწერთ.მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას გაეცნობიან და მოიძიებენ ინფორმაციას ქართული დამწერლობის,ხელნაწერების,წარწერების შესახებ.
4.პროექტის მონაწილე მოსწავლეები არიან 11 წლისები.
5.პროექტი უნდა მომზადდეს 3კვირაში.
6.ქართული ენის სწავლა ყოველ დროში აქტუალური იყო,არის და იქნება.იმიტომ რომ ენის,დამწერლობის დაცვა თითოეული ქართველის,განსაკუთრებით მომავალი თაობის ვალია.ქართული გრამატიკის სწავლა ზელს შეუწყობს მოსწავლეთა სწორად წერის და მეტყველების უნარის განმტკიცებას.
7.ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაიგებენ ქართული დამწერლობის ისტორიას.ისწავლიან უძველეს ანბანსს,მრგლოვავსს და შეასრულებენ დავალებას ამ დამწერლობის გამოყენებით.
8.პროექტი საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის მე-7 კლასელებს
9.პროექტი შესრულდება ქართულ ენაზე.
10.პროექტის შესრულებაში მოსწავლეებს დასჭირდებათ შემდეგი საგნები:საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.
11.ეკა ჟურულიშვილი.
12. ekajurulishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment